სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოო მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია։ ასე მიიჩნევს მარტა კოსი

3 წუთი კითხვის

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე მაღალი წარმომადგენელი მარტა კოსი ოპტიმისტურადაა განწყობილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოო მშვიდობის შესაძლებლობის მიმართ.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ბრუსელში სომეხ ჟურნალისტებთან შეხვედრისას კოსს ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა მართლაც დამყარდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების რიტორიკა არ იცვლება და მისი პრეზიდენტი აგრძელებს ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანის“ ნარატივის გაჟღერებას.

„მე ვიმყოფებოდი ბაქოში და ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ასევე ერევანში მქონდა შეხვედრები თქვენს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. ორივე ქვეყანაში ძალიან პოზიტიური სიგნალები მივიღე. ასე რომ, დიახ - მჯერა. მჯერა, რომ მშვიდობა შესაძლებელია. ის, რაც დღეს ხდება, უკვე პროგრესია პოზიტიური მიმართულებით“, - განაცხადა კოსმა․

მისი თქმით, ბოლო დროს სომეხ და აზერბაიჯანელ ექსპერტებს შორის ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტები შედგა, რამაც წარსულში წარმოუდგენელი ჩანდა․

ევროკავშირის მაღალი წარმომადგენელი ასევე გამოყოფს თურქეთის როლს სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობის პროცესში.

„ხვალ შეხვედრა მაქვს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩვენ კავშირში ვართ იმ მოვლენებთან, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება. გარედან დაკვირვებისას შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ფორმალურია, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ განზრახვები რეალურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროცესში ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატებიც. საუბარია მშვიდობაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ორის ურთიერთობა, ეს არის მთელი რეგიონის მშვიდობა. სწორედ ამიტომ ვარ ძალიან პოზიტიურად განწყობილი. ჩემი აზრით, დიახ, ჯერ კიდევ საჭიროა, რომ მშვიდობის ხელშეკრულება გაფორმდეს, მაგრამ ჩვენ ყველამ, ევროკავშირის ჩათვლით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ქვეყანა და აზერბაიჯანი შეძლონ მშვიდობიან თანაცხოვრებას. სწორედ ამაზე ვმუშაობთ და იმედს ვამყარებთ“, -  განაცხადა მარტა კოსმა.

შეგახსენებთ, რომ  8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთმა და აზერბაიჯანმა წინასწარ მოაწერეს ხელი მშვიდობის შეთანხმების პროექტს. თუმცა აზერბაიჯანი განაგრძობს სომხეთის კონსტიტუციის შეცვლის მოთხოვნის დაყენებას, რაც მიუღებელია სომხური მხარისთვის․

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

შეიძლება მიღებულ იქნას ერთობლივი გადაწყვეტილება სომხეთის მიმართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ: მთავრობათაშორისი საბჭოს ანგარიში

ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს არ უნდა შეუერთდეს

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრა

COP17-ის მწვანე ზონა ფართო საზოგადოებას მრავალშინაარსიანი პლატფორმებითა და ღონისძიებებით წარუდგება

მიღწეულია შეთანხმება მატერიალური რეზერვისა და მზადყოფნის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე: შს მინისტრი გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი 2 წლის ვადით COP17-ის პრეზიდენტად აირჩიეს

ამულსარის საბადოს ექსპლუატაციას გარემოზე ძალიან მცირე ზეგავლენა ექნება: გევორგ პაპოიანი

სომხეთი პოზიციონირებს, როგორც საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე