სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება გარდამტეხი მოვლენა არის։ არარატ მირზოიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება გარდამტეხი მოვლენაა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა ეროვნული ასამბლეის მუდმივმოქმედი კომისიების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

მინისტრმა შეახსენა, რომ აგვისტოს 8-ს ვაშინგტონში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და აშშ-ის პრეზიდენტის თანდასწრებით ხელი მოეწერა დეკლარაციას და წინასწარ მოეწერა ხელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ხელშეკრულებას.

„შევიძლია ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვუწოდო 8 აგვისტოს მომხდარს გარდამტეხი მოვლენა, თანაც ისე, რომ არ შევაფასო ნაკლებად ის დიდი სამუშაო და მოლაპარაკებები, რაც მანამდე იყო ჩატარებული. ყოველივე ამან 8 აგვისტომდე მიგვიყვანა და ის, რაც იმ დღეს ვაშინგტონში მოხდა, გარდამტეხი მომენტი და შემდგომი მუშაობის ქვაკუთხედი იყო“, - აღნიშნა მირზოიანმა.

მისი თქმით, დოკუმენტი ასევე ამტკიცებს ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და რეგიონული თანამშრომლობის პრინციპებს.

„ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია ამ ტექსტის გასაჯაროება იმ თვალსაზრისითაც, რომ ყველამ გავიხსენოთ, რა მანიპულაციები ვრცელდებოდა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით: თითქოს კონსტიტუციის შეცვლა იყო საჭირო, მასობრივი გადასახლებები და ასე შემდეგ. მადლობა ღმერთს, დოკუმენტი ღიაა, საჯაროა და ვხედავთ, რომ ამ მანიპულაციებიდან არცერთი არ არსებობს მასში, არც კი მინიშნება მათზე“, - ხაზი გაუსვა მინისტრმა.

 

ქართული English Español فارسی Français Հայերեն Русский

სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი COP17-ის ფარგლებში გლობალური ეკოლოგიური ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სომხეთმა და აშშ-მა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე COP17-ის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვევა

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა