„ტრამპის გზის“ პროექტის ფარგლებში, სომხურ-ამერიკული კომპანია არ გააკონტროლებს, უმცა მის ბიზნესმართვას განახორციელებს
2 წუთი კითხვის

„ტრამპის გზის“ პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული სომხურ-ამერიკული კომპანია არ გააკონტროლებს, თუმცა ბიზნეს-მმართველობას განახორციელებს გზაზე
როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„სომხეთ-აშშ-ის კომპანია არ გააკონტროლებს, თუმცა მმართველობას განახორციელებს ამ გზაზე, ანუ ბიზნეს-მმართველობას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ტრამპის გზის“ პროექტის კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ურთიერთობის პრინციპზე:
„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ვაპირებთ ხელის შეშლას აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის კავშირისათვის. ვაშინგტონის დეკლარაციაში მითითებული პრინციპების ფარგლებში ხაზგასმულია აზერბაიჯანისათვის კავშირის უპირატესობა და სომხეთის რესპუბლიკისათვის, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო, ანუ მესამე ქვეყნისკენ ურთიერთობის უპირატესობებით“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთანავე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანმა ადრე განაცხადა, რომ „ტრამპის გზის“ პროექტის ფარგლებში იგეგმება სომხეთში დარეგისტრირდეს კომპანია, რომლის აქციებიც განაწილდება სომხეთსა და აშშ-ს შორის.