აბუ დაბიში დასრულდა ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა
1 წუთი კითხვის

აბუ დაბიში დასრულდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა․
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა 10 ივლისს დილით, 09:10 საათზე დაიწყო․
შეხვედრა გარკვეული დროით შეწყდა, შემდეგ კი განახლდა.
სომხეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი, ვიცე-პრემიერი და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარე მჰერ გრიგორიანი, ასევე ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე და სომხეთ-თურქეთის რეგულირების პროცესში სომხეთის სპეციალური წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი.
აზერბაიჯანის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, ვიცე-პრემიერი და აზერბაიჯან-სომხეთის დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარე შაჰინ მუსტაფაევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი ჰიქმეთ ჰაჯიევი და სპეციალური წარმომადგენელი ელჩინ ამირბეკოვი.