პოლიტიკური

გამოავლინდა დანაშაული, რომელიც მიმართული იყო ჩვენი სახელმწიფოს, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ։ ფაშინიანი

4 წუთი კითხვის

გამოავლინდა დანაშაული, რომელიც მიმართული იყო ჩვენი სახელმწიფოს, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ։ ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა აღკვეთეს სერიოზული დანაშაული, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფოებრიობის, ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

მან მაღალი შეფასება მისცა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის, საგამოძიებო კომიტეტის, პოლიციის, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ერთობლივ მოქმედებებს და აღნიშნა, რომ საუკეთესო თანამშრომლების წარდგენას აპირებს სახელმწიფო ჯილდოებისთვის.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გამოვლენილია დანაშაული, რომელიც მზადდებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, სომხეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ასევე აღკვეთილია ამ გეგმის განხორციელება. მადლობას ვუხდი სამართალდამცავი სტრუქტურების ყველა წარმომადგენელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან დაამატა, რომ დილით აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა სომხეთის პრეზიდენტთან.

ამავე დროს ფაშინიანმა შეეხო საზოგადოებრივ გამოხმაურებებს, სადაც ხდება შედარება აღნიშნულ შემთხვევასა და 1999 წლის 27 ოქტომბრის ტერაქტს შორის.

„მომხმარებელთა ერთმა ჯგუფმა აღნიშნა, რომ სომხეთში ახალი 27 ოქტომბერი აღიკვეთა. მეორე ჯგუფი სვამს კითხვას: შეეძლო თუ არა 1999 წელს სომხეთის სამართალდამცავ ორგანოებს 27 ოქტომბრის ტერაქტის აღკვეთა? ვფიქრობ, ეს არის კითხვაც, რომლის სანდო პასუხიც უნდა გაიცეს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისკენაც მიმართავს ძალისხმევას“, – დაასრულა ფაშინიანმა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ვაზგენ გალსტანიანის (ბაგრატ არქიეპისკოპოს გალსტანიანი) ხელმძღვანელობით შექმნილ „წმინდა ბრძოლის“ მოძრაობის ფარგლებში ტერორისტული აქტები და მცდელობები მზადდებოდა, რომლის მიზანიც სომხეთის რესპუბლიკის ძალაუფლების უზურპაცია იყო.

ინფორმაცის თანახმად, მოძრაობის ფარგლებში ფორმირებული იყო დაახლოებით 250 დამრტყმელი ჯგუფი, ძირითადად ყოფილი სამხედროებისა და პოლიციელებისგან, რომელთა მიზანი იყო ქვეყნის მმართველი და სატრანსპორტო სისტემების პარალიზება ერთდროული დესტრუქციული ქმედებებით.

დანაშაულებრივი ჯგუფის გეგმებში შედიოდა სატრანსპორტო დერეფნების გადაკეტვა, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გათიშვა, აფეთქებებისა და სროლის მეშვეობით შიშის ატმოსფეროს შექმნა, სახელმწიფო სისტემებზე კიბერთავდასხმები, პოლიციის გადაადგილების შეფერხება და სახელმწიფო მმართველობის დეზორგანიზაცია.

საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, ჯგუფის წევრებს უკვე შეძენილი ჰქონდათ ათასობით ასაფეთქებელი საშუალება, ლითონის „ვარსკვლავები“ და ქარტები მოქმედებების კოორდინაციის მიზნით. ცენტრალური ორგანიზატორის როლს ასრულებდა ვაზგენ გალსტანიანი.

ვაზგენ გალსტანიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას წარდგენილი აქვს ბრალდება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – ტერორიზმის, მასობრივი არეულობისა და ხელისუფლების მიტაცების მცდელობისთვის.

საეკლესიო პირი ბაგრატ არქიეპისკოპოსი ბრალდებებს არ აღიარებს და მათ პოლიტიკურ დევნად აფასებს.

საგამოძიებო კომიტეტმა სასამართლოს 16 პირის მიმართ დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა. მათგან 9-ის მიმართ სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, ერთის შემთხვევაში გადაწყვეტილება 26 ივნისს გამოცხადდება, დანარჩენების საკითხები ასევე იმ დღეს განიხილება.

წაიკითხეთ სტატია: العربيةEnglishFrançaisՀայերենРусский
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT