სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი არ წარუდგენია: არარატ მირზოიანი

2 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკას ევროკავშირის წევრობის განაცხადი არ წარუდგენია და ამ მიმართულებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, პასუხად რუსი ჟურნალისტის კითხვაზე, რომლის მიხედვითაც ოფიციალური ერევანი თითქოს გამოთქვამს სურვილს გახდეს ევროკავშირის წევრი, მაშინ როდესაც ქვეყნის ძირითადი სავაჭრო ბრუნვა დაკავშირებულია რუსეთსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან. ამ კონტექსტში რა გზას გეგმავს სომხეთი ევროინტეგრაციისა და ევრასიის ეკონომიკური კავშირის ინტეგრაციის შესათავსებლად?

„სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი არ წარუდგენია, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, შესაბამისად, კითხვა, რომელიც მსგავსი განვითარების შემთხვევაში შეიძლება წამოჭრილიყო, არარელევანტურია და მე ვერ შევაფასებ ჰიპოთეტურ სიტუაციებს“, – განაცხადა მირზოიანმა.

ცნობისთვის, 2024 წლის 9 იანვარს სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ეხება.

სომხეთის მთავრობის ამ ნაბიჯზე კომენტარისას რუსეთში განაცხადეს, რომ შეუძლებელია ერთდროულად იყო როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, ასევე ევროკავშირის წევრი.

ქართული العربية English Español Հայերեն Русский 中文

სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრი COP17-ის ფარგლებში გლობალური ეკოლოგიური ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სომხეთმა და აშშ-მა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე COP17-ის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვევა

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა