ტირანაში მიმდინარეობს სომხეთის პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა
1 წუთი კითხვის

ტირანაში მიმდინარეობს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა.
პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ალბანეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეექვსე სამიტში.