სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შეთანხმებულ ტექსტში ე.წ. დერეფნის შესახებ არანაირი მუხლი არ არსებობს։ არარატ მირზოიანი

3 წუთი კითხვის

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების  პროექტის შეთანხმებულ ტექსტში ე.წ.დერეფნის შესახებ არანაირი მუხლი არ არსებობს.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.

„შეთანხმებული ხელშეკრულების ტექსტში ე.წ.დერეფნის შესახებ არანაირი მუხლი არ არსებობს. ზოგადად, ტექსტში არაფერი წერია დეობლოკირების მექანიზმებზე. არსებობს მხოლოდ ორმხრივი მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის, მათ შორის ტრანსპორტის, ტრანზიტისა და ეკონომიკური საკითხების მიმართულებით“, – აღნიშნა მირზოიანმა.

მან გაიხსენა, რომ სომხეთის პოზიცია დეობლოკირების საკითხზე საჯაროა. სომხურმა მხარემ ამასთან დაკავშირებით ძალიან კონსტრუქციული წინადადება წარუდგინა აზერბაიჯანს. „ეს წინადადება ასეთია: პირველ რიგში, გავხსნათ რკინიგზები და ორი ქვეყანას მივცეთ საშუალება, ერთმანეთის რკინიგზის ქსელით ისარგებლონ. როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე ჩვენც მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია გარკვეული გამარტივების გზით სასაზღვრო კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რათა ტვირთების გადაადგილება უფრო შეუფერხებლად განხორციელდეს. თუმცა, როგორც ადრე, ახლაც და მომავალშიც ჩვენთვის უცვლელი პრინციპი და პირობაა, რომ ყველა ინფრასტრუქტურა, რომელიც გაიხსნება, დარჩება და იმოქმედებს იმ ქვეყნების სუვერენიტეტის ქვეშ, რომელთა ტერიტორიაზეც ის მდებარეობს“, – განაცხადა მან.

მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთის ყველა რკინიგზა, ყველა გზა და ინფრასტრუქტურა დარჩება და იმოქმედებს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ქვეშ და სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად. სომხეთი დარწმუნებულია, რომ არ არსებობს საჭიროება, რომ სხვა რომელიმე ძალამ ამ ინფრასტრუქტურაზე კონტროლი განახორციელოს.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 13 მარტს განაცხადეს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის ბაქოსთან განიხილოს ხელშეკრულების ხელმოწერის ვადები და ადგილი. მრავალი ქვეყანა უკვე მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმებას და იმედი გამოთქვა, რომ ის რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი.

 
 

 

 

ქართული العربية English Հայերեն Русский 中文

ევროკავშირმა საქართველოს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ოპერირებაზე აკრძალვა დააწესა

გევორგ პაპოიანმა და დეივიდ ალენმა აშშ-ის მიერ სომხეთისთვის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესი განიხილეს

არარატში 80-იან წლებში საკუთრებადაკარგულ პირებს უფლების აღდგენის შესაძლებლობა აქვთ

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეგვიპტის პრეზიდენტს რევოლუციის დღე მიულოცა

სომხეთმა და კანადამ პრიორიტეტული მიმართულებებით ორმხრივი დღის წესრიგის გამდიდრების პერსპექტივები განიხილეს

ნიკოლ ფაშინიანსა და ფრიდრიხ მერცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სომხეთში სამდღიანი ვიზიტით საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იმყოფება

სომხეთისა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

აშშ-ში სომხეთის ელჩი ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა