სომხეთი

ხმელთაშუა ზღვის მარეგულირებელი ორგანოების პლატფორმის თავმჯდომარეობა სომხეთმა დაიკავა

3 წუთი კითხვის

ერევანი, 10 ოქტომბერი, არმენპრესი. ხმელთაშუა ზღვის მარეგულირებელი ორგანოების პლატფორმის თავმჯდომარეობა დაიკავა სომხეთმა, რომელსაც წარმოადგენს ტელევიზიისა და რადიოს კომისია. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიისა და რადიოს კომისია ავრცელებს.

8-9 ოქტომბერს ერევანში გაიმართა ხმელთაშუა ზღვის მარეგულირებელი ორგანოების პლატფორმის (Mediterranean Network of Regulatory Authorities, MNRA) 23-ე ყოველწლიური კონფერენცია, რომლის ძირითადი თემები იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, აუდიოვიზუალური პლატფორმების მარეგულირებელი პრინციპები და რადიოს აწმყო და მომავალი.

ხმელთაშუა ზღვის მარეგულირებელი ორგანოების პლატფორმა აერთიანებს დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებს 24 ქვეყნიდან. ეს არის თანამშრომლობის ქსელი, რომელიც განკუთვნილია ღია დისკუსიების, აუდიოვიზუალური შინაარსის რეგულირების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი კვლევებისა და გამოწვევებზე დროული რეაგირებისათვის.

ამ წელს ერევანში MNRA-ის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს 18 ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა. მათ გაეცნენ იუნესკოს ახალი სახელმძღვანელო პრინციპებს ციფრული პლატფორმების მართვის შესახებ, განიხილეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მარეგულირებელთა მუშაობაში და რადიოს გარდაუვალი ციფრულობის გზა.

იუნესკოს სიტყვის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების განყოფილების პროგრამების სპეციალისტმა, მიკელ აგირე იდიაკესმა ჩაატარა სემინარი სახელმძღვანელოს პრინციპების ლოკალიზაციის შესახებ. მან აღნიშნა, რომ წლების წინ ინტერნეტი განიხილებოდა, როგორც დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი, შემდეგ იგი ტოქსიკურ გარემოდ გადაიქცა, ხოლო ახლა იგი უფრო იარაღად მოიაზრება. ამის გამო, საფრთხე ექმნება გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს.

Iberoamerica აუდიოვიზუალური მარეგულირებლების პლატფორმის (PRAI) აღმასრულებელმა მდივანმა მონიკა დურან რუისმა წარადგინა თავიანთი კვლევები წლის განმავლობაში გენდერული საკითხების შესახებ მედიაში და მედია განათლების გავრცელების მოთხოვნის შესახებ. მისი აზრით, აუდიოვიზუალური სფეროს რეგულირების გაფართოება არ არის გამოსავალი, თუ მას არ ახლავს მედია განათლების დონის ზრდა.

ხმელთაშუა ზღვის მარეგულირებელი ორგანოების პლატფორმის ახლადარჩეულმა თავმჯდომარე სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ იმედი გამოთქვა ეფექტური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe 简体中文

მცდარი პუბლიკაციის გამოჩენას შესაძლოა ორი დამკვეთი ჰყავდეს։ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი London Times-ის სტატიაზე

პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი ეწვევა ინდეთს

ჩვენ კორუფციას მიგვაჩნია საფრთხედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის։ არმენ გრიგორიანი

ნიკოლ ფაშინიანმა ფრიდრიხ მერცს მილოცვის წერილი გაუგზავნა

ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი კრემლში მოლაპარაკებებს გამართავენ

ჩვენი საგარეო პოლიტიკის ლოგიკაში არასდროს ყოფილა მიზანი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაღრმავებაზე უარის თქმა։ ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ 9 მაისს მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში გამართულ გამარჯვების დღის აღლუმში

სომხეთისა და კვიპროსის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთს 7-10 მაისს ეწვევა