ერევანი, 29 თებერვალი, არმენპრესი. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, 28-29 თებერვალს გაიმართა მოლაპარაკებები სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდონობით, მინისტრებმა და მათმა დელეგაციამ განიხილეს პოზიციები ორმხრივი შეთანხმების პროექტის დებულებების შესახებ „სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“. გამოითქვა ურთიერთშეთანხმება ღია საკითხებზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანნალენა ბარბოკთან, როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ ფორმატში.
მინისტრმა მირზოიანმა მადლობა გადაუხადა გერმანიას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის.