ერევანი, 22 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთსა და საფრანგეთს აქვთ და ექნებათ განსაკუთრებული ურთიერთობა.როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა X-ის თავის მიკრობლოგში დაწერა.
„ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, განათლება, კულტურა. გმადლობთ, ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან, აზრთა გაცვლისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ორმხრივ სურვილს გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის.
ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას“, - დაწერა ატალმა.