ბრიუსელი, 30 იანვარი, არმენპრესი. სომხეთის მთავრობის პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ წარმოდგენილი იყო Global Gateway-ის ინვესტორთა კონფერენციაზე, რომელიც დაიწყო ბრიუსელში.
როგორც ბრიუსელში „არმენპრესის“ კორესპონდენტი იტყობინება, კონფერენციის „სამხრეთ კავკასია და თურქეთი: ძლიერი კავშირი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის“ პანელის დისკუსიის ფარგლებში, პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ არმენ სიმონიანმა წარადგინა.
კონფერენციის ფარგლებში მინისტრის მოადგილე არმენ სიმონიანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ლილით გასპარიან