ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო ყოველთვის მზადაა, წვლილი შეიტანოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებაში
1 წუთი კითხვის
ერევანი, 26 იანვარი, არმენპრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი. კონტრიბუცია შევიტანოთ აი, ამ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთელი რეგიონის ქვეყნებსა და ხალხებს მოუტანს სარგებელს. დიდი ოპტიმიზმითა და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს. მინდა, გამოვთქვა ჩვენი იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, სტაბილურობას შეიწუობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.