ერევანი, 15 დეკემბერი, არმენპრესი. რუსეთის ფედერაცია რეალურად უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ წარდგენილი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ პროექტის განხორციელებას.„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა 15 დეკემბერს სომხეთ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ რეალურად მხარს ვუჭერთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიერ წარმოდგენილი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ განხორციელებას. ამ მიმართულებით მხარდაჭერის მოცულობა ახლა 150 მილიონ დოლარს შეადგენს. ქაჯარანის გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის გადაწყვეტილება ფონდის კოლეგიურ ორგანოებს შორის შეთანხმების ეტაპზეა. იქ მხარდაჭერის ოდენობა 200 მილიონი დოლარი იქნება“,- განაცხადა ოვერჩუკმა.