ერევნის დრო: 11:07,   13 მაისი 2024

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სომხურ-ქართული სამართლებრივი თანამშრომლობა ეფექტური მიიჩნია

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სომხურ-ქართული სამართლებრივი 
თანამშრომლობა ეფექტური მიიჩნია

ერევანი, 11 აპრილი, არმენპრესი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხურ-ქართულ სამართლებრივ თანამშრომლობას ეფექტურად აფასებს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ რატი ბრეგაძემ იუსტიციის მინისტრ გრიგორ მინასიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ვიტყვი შემდეგს: ჩვენთვის ეს არის მეზობლური, ინტენსიური, გამოცდილებაზე ორიენტირებული, ცოდნის გაზიარების ურთიერთობა, რომელიც ძალიან პროდუქტიულია. ამ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია პირადი მეგობრობა და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ასეთი პროექტი წარმატებული იქნება და სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

ფოტოები ჰაიკ ბადალიანის მიერ

ერევანში დაწყებული მე-5 სომხურ-ქართული იურიდიული ფორუმის შესახებ ბრეგაძემ გამოთქვა რწმენა, რომ ეს არის წარმატებული ისტორია და დამკვიდრებული ტრადიცია.

მისი თქმით, ფორუმში მონაწილეობას იღებს იურისტთა საკმაოდ დიდი ჯგუფი სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა იურიდიული დეპარტამენტიდან, რომელიც ახალი წარმატებების დაფიქსირებით ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოს ურთიერთობაში სტაბილური სამართლებრივი ტრადიცია. დარწმუნებული ვარ, ასეთი ფორუმების წყალობით, იუსტიციის სამინისტროებს შორის და ზოგადად იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საფუძველი კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩვენს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები უფრო მაღალ დონეს მიაღწევს“, - განაცხადა ბერგაძემ.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am