ერევნის დრო: 11:07,   8 მაისი 2024

ტავუშის ოლქის რომელიმე სოფლის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე საუბარი არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს։ ნიკოლ ფაშინიანი

ტავუშის ოლქის რომელიმე სოფლის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე საუბარი არ 
ყოფილა და არც შეიძლება იყოს։ ნიკოლ ფაშინიანი

ერევანი, 12 მარტი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაარწმუნა, რომ არასოდეს, არცერთ დისკუსიაში არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს საკითხი ტავუშის ოლქის რომელიმე სოფლის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს ტერიტორიულ პრეტენზიებს სომხეთის მიმართ და სომხური მხარისგან ტავუშის ოლქის 4 სოფლის გადაცემას მოითხოვს.

„მოდით, ჯერ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია დავაფიქსიროთ, რომ ამის საფუძველზე მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ, სად და რატომ აქვს აზერბაიჯანს ტერიტორიული პრეტენზია სომხეთზე და სად, ფაქტობრივად, არ აქვს ან შესაძლოა არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია სომხეთის რესპუბლიკის მიმართ“, - განაცხადა ფაშინიანმა და აუდიტორიას აჩვენა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის რუკა.

„ამბობენ, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა აპირებს ტავუშის ოლქის სოფლების აზერბაიჯანს გადაცემას. არცერთი სოფლის ტავუშის ოლქში გადაცემის შესახებ დისკუსია არასოდეს ყოფილა და არც შეიძლება იყოს“, - ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა და დასძინა, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არასოდეს ყოფილა სოფლები აზერბაიჯანული სახელწოდებით, არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში, არამედ ამის შემდეგ.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am