ერევნის დრო: 11:07,   3 ივნისი 2024

ერევანში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

ერევანში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

ერევანი, 5 თებერვალი, არმენპრესი. ერევანში, ნორ არეშის 34-ე ქუჩაზე 5 თებერვალს მომხდარი აფეთქებისა და ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა.

ამის შესახებ „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

აფეთქების შედეგად მოხდა ნგრევა და სახლები დაზიანდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო 180 მაშველმა და წითელი ჯვრის 15 მოხალისემ. ორი დაშავებული მოქალაქე ნანგრევებიდან ამოიყვანეს და სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაგრძელდა და 16:05 საათზე გაიანე ეგოიანისა და ჰაიკ სოღომონიანის ცხედრები ნანგრევებიდან ამოიღეს. აფეთქების შედეგად მთლიანად ჩამოინგრა ნორ არეშას 34-ე ქუჩაზე 43 და 27ა სახლები და დაზიანდა მეზობელი სახლებიც.

შემთხვევის ადგილზე დაღუპულთა ახლობლებს ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიეს სამაშველო სამსახურისა და წითელი ჯვრის ფსიქოლოგებმა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოს ორი ჯგუფი მორიგეობდა, პატრულის თანამშრომლებმა ტერიტორია შემოარტყეს და ადგილზე მისასვლელ გზებს აკონტროლებდნენ.

16:05 საათზე ყველა ძალა დაბრუნდა ადგილებზე. შემთხვევის ადგილზე ორი ეკიპაჟი მორიგეობს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. აფეთქების მიზეზებსა და სხვა გარემოებებს იძიებენ.








youtube

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am