ერევნის დრო: 11:07,   1 ივნისი 2024

ევროკავშირი აფრთხილებს აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მძიმე შედეგებზე

ევროკავშირი აფრთხილებს აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის 
ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მძიმე შედეგებზე

ბრიუსელი, 16 იანვარი, არმენპრესი. ევროკავშირი მკაფიო სიგნალებს უგზავნის აზერბაიჯანს, რომ ამ ქვეყნის მიერ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი დარღვევა მიუღებელია და სერიოზულ შედეგებს მოჰყვება ევროკავშირ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე.

ამის შესახებ ბრიუსელში „არმენპრესის“ კორესპონდენტის კითხვის პასუხად ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბოლოდროინდელ განცხადებებზე ისაუბრა, რომელიც შეიცავს სომხეთის მიმართ სომხეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებსა და მუქარას.

„ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიყავით სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან, დაუღალავად ვიმეორებდით ორივე ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და პრობლემების მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრას. ჩვენი საკომუნიკაციო არხები რჩება ღია. ევროკავშირი იყენებს ყველა შესაძლებლობას აზერბაიჯანისთვის მკაფიო გზავნილების გადასაცემად, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი დარღვევა მიუღებელია და სერიოზულ შედეგებს მოჰყვება ჩვენს ურთიერთობებზე. ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აგრძელებენ მონაწილეობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში“,- განაცხადა სტანომ.

ლილით გასპარიანი








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am