ერევნის დრო: 11:07,   9 ივნისი 2024

სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ქართველ კოლეგას შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ქართველ კოლეგას შეხვდა

ერევანი, 21 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაცია.

„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ინფორმაციით, სომხეთისა და საქართველოს პარლამენტების თავჯდომარების შეხვედრა დილიჯანში კერძო საუბრით დაიწყო, რასაც გაფართოებული შეხვედრა მოჰყვა.

სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ძმური საქართველოს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა მთელი რეგიონისთვის.

ალენ სიმონიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება.

ალენ სიმონიანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მუდმივ ზრდას. ამ კონტექსტში, პარლამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა ზემო ლარსის საგუშაგოზე სხვადასხვა მიზეზების გამო წარმოქმნილ პრობლემებზე და კმაყოფილებით ხაზი გაუსვა ქართული მხარის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ტრანზიტის ხელშეწყობისკენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, დაარწმუნა, რომ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში საკმაოდ პოზიტიური პროცესები განხორციელდა.

ალენ სიმონიანმა რეგიონულ უსაფრთხოებასა და გამოწვევებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი რჩება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მხარდაჭერი. ალენ სიმონიანმა საქართველოს სომხეთის მიერ წარმოდგენილ პროექტში „მშვიდობის გზაჯვარედინი“ გაწევრიანება შესთავაზა.

„სომხეთისა და საქართველოს შორის ურთიერთობების მაღალი დონე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს ინტერესს და ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. სწორედ ამ მიზნისკენ არის მიმართული საქართველოს მთავრობის ინიციატივა „მშვიდობიანი სამეზობლო“.- განაცხადა ალენ სიმონიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ კმაყოფილებით აღნიშნა სომხურ-ქართული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის უწყვეტი განვითარება. მან მხარეებს რუსთავში სომხეთის საპატიო საკონსულოს გახსნა მიულოცა.

შალვა პაპუაშვილმა მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა, კმაყოფილებით ხაზი გაუსვა ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატის ეფექტურობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას, რაც შეიძლება იყოს რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების გარანტი.

შეხვედრაზე გაცვალეს აზრები აზერბაიჯანში ტყვეობაში მყოფი სომხეთის სამხედრო მოსამსახურეების დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ.








youtube

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბარი 
გამართეს 16:18, 03.06.2024
153 ნახვები
სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

მჰერ გრიგორიანი მინსკში გაემგზავრა ეეკ-ს მთავრობათა მეთაურთა სხდომაში 
მონაწილეობის მისაღებად 16:41, 03.06.2024
80 ნახვები
მჰერ გრიგორიანი მინსკში გაემგზავრა ეეკ-ს მთავრობათა მეთაურთა სხდომაში მონაწილეობის მისაღებად

მირზოიანმა და ზიბერტმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები და 
რეგიონული უსაფრთხოების საკითხები 21:14, 04.06.2024
77 ნახვები
მირზოიანმა და ზიბერტმა განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ ევროკავშირის საგარეო 
ქმედებების სამსახურის მმართველი დირექტორი მიიღო 17:15, 04.06.2024
74 ნახვები
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ ევროკავშირის საგარეო ქმედებების სამსახურის მმართველი დირექტორი მიიღო

სომხეთი უპასუხა აზერბაიჯანის ბოლო წინადადებებს სამშვიდობო ხელშეკრულების 
პროექტთან დაკავშირებით 20:09, 04.06.2024
69 ნახვები
სომხეთი უპასუხა აზერბაიჯანის ბოლო წინადადებებს სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am