ერევნის დრო: 11:07,   11 მაისი 2024

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელი მოეწერა მიგრაციისა და მობილობის შესახებ

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას 
შორის ხელი მოეწერა მიგრაციისა და მობილობის შესახებ

ერევანი, 19 დეკემბერი, არმენპრესი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მისმა გერმანელმა კოლეგამ, ნენსი ფეზერმა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ხელი მოაწერეს შეთანხმებას უწყებების შორის არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, როგორც არალეგალური მიგრაციის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

როგორც ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  პარლამენტმა 15 დეკემბერს საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, რომელშიც ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლებაა დაცული.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am