ერევნის დრო: 11:07,   6 ივნისი 2024

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინა ეღეგნაძორში გაიხსნა

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინა ეღეგნაძორში გაიხსნა

სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინის გახსნის ცერემონია ეღეგნაძორში გაიმართა.

არმენპრესის“ ინფორმაციით, გახსნის ცერემონიაზე სომხეთისა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა, შემდეგ კი შტაბ-ბინის გახსნა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარკუს რიტერმა გამოაცხადა.

თავის გამოსვლაში მარკუს რიტერმა აღნიშნა, რომ მათმა საქმიანობამ სასაზღვრო რეგიონებში ხელი შეუწყო დაძაბულობის შემცირებას და ადგილობრივ მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდის გაზრდას. „ჩვენ მთელი ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ვაქცევთ ამ კონფლიქტზე და ჩვენი მოხსენებებით წვლილი შეგვაქვს ევროკავშირის დახმარებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს რეგიონი იმსახურებს გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას და ვიმედოვნებ, რომ ერთად შევძლებთ ამ მიზნის განხორციელებაში წვლილის შეტანას“,- განაცხადა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.








youtube

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობის სავალდებულო 
დაზღვევა 2026 წლიდან ამოქმედდება 18:00, 31.05.2024
190 ნახვები
საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლიდან ამოქმედდება

რუსეთთან მიღწეულია შეთანხმება სომხეთში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული 
რკინიგზის მონაკვეთების აღდგენის შესახებ 12:55, 30.05.2024
142 ნახვები
რუსეთთან მიღწეულია შეთანხმება სომხეთში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული რკინიგზის მონაკვეთების აღდგენის შესახებ

სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბარი 
გამართეს 16:18, 03.06.2024
140 ნახვები
სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

სომხეთის მთავრობა სიცრუედ მიიჩნევს გეღარქუნიქში გარკვეული თავდაცვითი 
პოზიციების გადაცემის შესახებ დაპირების პუბლიკაციებს 13:00, 30.05.2024
110 ნახვები
სომხეთის მთავრობა სიცრუედ მიიჩნევს გეღარქუნიქში გარკვეული თავდაცვითი პოზიციების გადაცემის შესახებ დაპირების პუბლიკაციებს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დელიმიტაცია მნიშვნელოვანია რეგიონში 
სტაბილურობის დამყარებისთვის: ზახაროვა 17:33, 30.05.2024
105 ნახვები
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დელიმიტაცია მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის დამყარებისთვის: ზახაროვა

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am