ერევნის დრო: 11:07,   9 მაისი 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა

ერევანი, 25 მარტი, არმენპრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში ჩავა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ სააგენტო Sputnik-ის ქართული სამსახური იუწყება․

როგორც ცნობილია, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სადაც პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თავის ქართველ კოლეგას მიიღებს.

დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am