ბრიუსელში ფაშინიან-მაკრონის შეხვედრა დაიწყო
15:54, 21 მარტი 2024
ბრიუსელი, 21 მარტი, არმენპრესი. ბრიუსელში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრა დაიწყო.
ამის შესახებ ბრიუსელში „არმენპრესს“ კორესპონდენტი იტყობინება.
შეხვედრა ბრიუსელში ბირთვული ენერგეტიკის სამიტის ფარგლებში იმართება.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ასევე შეხვედრები გამართა ბელგიის პრემიერ მინისტრთან ალექსანდრე დე კრუასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან, ფინეთის პრემიერ მინისტრთან პეტერი ორფოსთან და ჩინეთის ვიცე-პრემიერ ჭან გოტინთან.
ბეჭდვა | In English | Հայերեն | En Français | Türkçe | باللغة العربية | Español | فارسی | AMP ვერსია