ერევნის დრო: 11:07,   13 მაისი 2024

ნიკოლ ფაშინიანს კაიროს საერთაშორისო აეროპორტში ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი დახვდა

ნიკოლ ფაშინიანს კაიროს საერთაშორისო აეროპორტში ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი 
დახვდა

ერევანი, 5 მარტი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ჩავიდა.

44385_b.jpg (614 KB)

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს კაიროს საერთაშორისო აეროპორტში ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი მუსტაფა მადბული დახვდა. დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე ორი ქვეყნის ჰიმნები გაისმა, შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა დელეგაციის წევრებს მიესალმნენ.

 44382_b.jpg (606 KB)

 44378_b.jpg (612 KB)

44375_b.jpg (786 KB)

44367_b.jpg (1.03 MB)

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი პირისპირ შეხვედრას გამართავს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ფატაჰ ალ-სისისთან, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ეგვიპტის პრემიერ მინისტრ მუსტაფა მადბულისთან, არაბული სახელმწიფოების ლიგის გენერალურ მდივანთან აჰმედ აბდულ ყეიტთან, კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, ალექსანდრიის პაპი და წმინდა მარკოზის საყდრის პატრიარქ თავადროს II-თან და ალ-აზჰარის უმაღლესი იმამი, შეიხი აჰმედ მუჰამედ ალ-ტალიბთან.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ეგვიპტის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციას ეწვევა, სადაც ეგვიპტელ ბიზნესმენებს შეხვდება.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am