ერევნის დრო: 11:07,   19 მაისი 2024

ნიკოლ ფაშინიანი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება

ნიკოლ ფაშინიანი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება

ერევანი, 21 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ანა ჰაკობიანთან ერთად ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა.

პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში შედიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები.

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. საღამოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი ანა ჰაკობიანთან და ბრიჯიტ მაკრონთან ერთად დაესწრებიან პარიზის პანთეონში წინააღმდეგობის მოძრაობის სომეხი გმირის, მისაქ მანუშიანისა და მისი მეუღლეს მელინე მანუშიანის ნეშტის დაკრძალვას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ასევე შეხვდება საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს, პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალს, პარიზის მერს ანა იდალგოს.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am