ერევნის დრო: 11:07,   12 მაისი 2024

ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენში ალიევთან შეხვედრის დეტალები გააცნო

ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენში ალიევთან შეხვედრის დეტალები გააცნო

ერევანი, 18 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის კანცლერის მხარდაჭერით გაიმართა. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენსა და მეზობელ რეგიონებში სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, ადასტურებენ თუ არა მხარეები ადრე მიღწეულ შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეული იქნა პრაღაში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე და ასევე ბრიუსელის მოლაპარაკებების დროს. ძირითადად, თუ ასე შევაჯამებთ, მთავარი ჩანაწერი არის ის, რომ მხარეები ამ შეთანხმებების ერთგულები რჩებიან“, - განმარტა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რის შემდეგაც საზღვრის დლიმიტაციის კომისიების შეხვედრა.

გადაწყდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უნდა ეხებოდეს სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვას და შეთანხმებას.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am