ერევნის დრო: 11:07,   26 მაისი 2024

რუსთავში სომხეთის რესპუბლიკის პირველი საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონია გაიმართა

რუსთავში სომხეთის რესპუბლიკის პირველი საპატიო საკონსულოს გახსნის 
ცერემონია გაიმართა

ერევანი, 19 დეკემბერი, არმენპრესი.19 დეკემბერს, რუსთავში, სომხეთის რესპუბლიკის პირველი საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონია გაიმართა.

v2.jpg (135 KB)

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა აშოტ სმბატიანმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ, ახლადდანიშნულმა საპატიო კონსულმა გიორგი მაისურაძემ.

v3.jpg (135 KB)

სიტყვით გამოსვლისას საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოში სომხეთის პირველი საპატიო საკონსულოს გახსნას და აღნიშნა მისი საქმიანობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების და საზოგადოებათაშორისი კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით.

ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსთავის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

v4.jpg (119 KB)








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am