ერევნის დრო: 11:07,   11 მაისი 2024

საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივ 
დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ერევანი, 6 ნოემბერი, არმენპრესი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა სლოვენიელმა კოლეგამ მარიან შარეცმა თბილისში ორი ქვეყნის  თავდაცვის უწყებების შორის თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ „არმენპრესის“ ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


„საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, მარიან შარეცი ეწვია. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და სლოვენიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რაც  თავდაცვის უწყებების დაახლოებასა და პარტნიორობის გაღრმავებას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სლოვენიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში სლოვენიის აქტიური ჩართულობა,  სამხედრო განათლებისა და სამხედრო სწავლებების კუთხით ერთობლივი თანამშრომლობა  ხაზგასმით აღნიშნა.

„სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი პირველად განხორციელდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მარიან შარეცი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am