ერევნის დრო: 11:07,   2 ივნისი 2024

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს თავმჯდომარე მიიღო

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ევრაზიის ეკონომიკური 
კომისიის საბჭოს თავმჯდომარე მიიღო

ერევანი, 12 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს თავმჯდომარე ბაკიტჟან საგინტაევი მიიღო.

როგორც „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევს ახალი თანამდებობის დაკავება კიდევ ერთხელ მიულოცა და ეფექტური მუშაობა უსურვა.

მხარეებმა განიხილეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებსა და პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები. აზრები გაცვალეს ეეკ-ს ფარგლებში თანამშრომლობასა და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ თემებზე.

საუბარი ასევე შეეხო სომხეთის მთავრობის მიერ შემუშავებულ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“.








youtube

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am