სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის პრეზიდენტს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების უახლესი მოვლენები გააცნო

12:41, 15 აპრილი, 2024

ერევანი, 15 აპპრილი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ვითარება განიხილეს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მან თავის პარტნიორს გააცნო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების უახლესი მოვლენები და კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის მთავრობის მზადყოფნა მიაღწიოს სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას რეგიონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე შეთანხმებული სამი პრინციპის საფუძველზე.

პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ ეს არის 1991 წლის 21 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიღებული დეკლარაციის დებულებების საფუძველზე ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ აღიარება და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესის განხორციელება, ასევე სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პატივისცემის, ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული რეგიონული ინფრასტრუქტურების განბლოკვა.

„ჩვენ მივმართეთ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტს „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომლის განხორციელებამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია რეგიონში“,- განაცხადა ფაშინიანმა.

 


© 2009 ARMENPRESS.am