ფაშინიანმა და შოლცმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი განიხილეს

16:53, 9 აპრილი, 2024

ერევანი, 9 აპრილი, არმენპრესი. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა.

განიხილეს სომხეთ-გერმანიის თანამშრომლობასთან, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

საუბარი შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ  სომხეთი მზადაა მიაღწიოს გადაწყვეტილებებს, რომელიც დაფუძნებულია 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში, 2023 წლის 14 მაისსა და 15 ივლისს ბრიუსელში, ასევე 2023 წლის 5 ოქტომბერს გრანადაში შეთანხმებულ პრინციპებზე. ნიკოლ ფაშინიანმა მიუღებლად მიიჩნია ამ პრინციპების დამახინჯების ნებისმიერი მცდელობა.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა კანცლერ შოლცს სომხეთში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის, სომხეთ-გერმანიასა და სომხეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის.


© 2009 ARMENPRESS.am