მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადასული სარგის გალსტიანი დააკავეს

17:48, 3 აპრილი, 2024

ერევანი, 3 აპრილი, არმენპრესი. მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადაყვანილი სარგის გალსტიანი დააკავეს. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა, გორ აბრაჰამიანმა „არმენპრესთან“ საუბარში განაცხადა.

„30 მარტს დაწყებული სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში პირს წაუყენეს ბრალი ჯაშუშობაში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის გამოქვეყნებას არ ექვემდებარება, წინასწარი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა აბრაჰამიანმა.


© 2009 ARMENPRESS.am