კაიროს ერთ-ერთ მოედანს სომხეთის სახელი მიენიჭება

14:36, 6 მარტი, 2024

ერევანი, 6 მარტი, არმენპრესი. ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა მადბულიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა სომხურ მხარეს ერევნის ერთ-ერთ მოედანს ეგვიპტის სახელის მინიჭებისთვის და დასძინა, რომ ეგვიპტური მხარე დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანს სომხეთის სახელს დაარქმევს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს. ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი ღრმა ისტორიული ურთიერთობის ფაქტს და დასძინა, რომ ეგვიპტის სომხური თემი ეგვიპტურ საზოგადოებაში უპრობლემოდ ერთად ცხოვრობს.

5 მარტს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში გაემგზავრა.

 


© 2009 ARMENPRESS.am