სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

19:59, 26 თებერვალი, 2024

ერევანი, 26 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 1 მარტს სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება ანტალიაში (თურქეთი - რედ.) ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.


© 2009 ARMENPRESS.am