სომხეთიდან საქართველოში დაახლოებით 58 მილიონი დრამის ღირებულების ოქროს ზოდების გადმოტანას ცდილობდნენ

17:25, 23 თებერვალი, 2024

ერევანი, 23 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის და სომხეთის სამინისტროს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბავრას სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ზოდების დიდი პარტიის უკანონო გადაზიდვის ფაქტი აღმოაჩინეს.

1130998.jpg (46 KB)

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი  ავრცელებს. სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში მიმავალი ავტომანქანის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ავტომობილის სალონში იყო 2215 გრამი წონით ოქროს ზლები, წინასწარი შეფასებით დაახლოებით 58 მლნ დრამისა.


© 2009 ARMENPRESS.am