სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

10:56, 16 თებერვალი, 2024

ერევანი, 16 თებერვალი, არმენპრესი. 16 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დელეგაციის შემადგენლობაში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე ანა ჰაკობიანი 16-18 თებერვალს სამუშაო ვიზიტით მიუნხენში გაემგზავრნენ, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალურ გახსნის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.


© 2009 ARMENPRESS.am