სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

10:27, 16 თებერვალი, 2024

ერევანი, 16 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ანა ჰაკობიანთან ერთად 16-18 თებერვალს სამუშაო ვიზიტით მიუნხენში გაემგზავრა.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებაზე დაყრდნობით, ნიკოლ ფაშინიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალურ გახსნის ცერემონიას დაესწრება.

კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უცხოელ პარტნიორებთან.


© 2009 ARMENPRESS.am