ირანის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

13:47, 3 იანვარი, 2024

ერევანი, 3 იანვარი, არმენპრეს. 4 იანვარს, ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, თავის თურქი კოლეგის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური დელეგაციის ხელმძღვანელობით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრება. ამის შესახებ „არმენპრესი“  IRNA-ზე დაყრდნობით იუწყება.

ვიზიტის ფარგლებში ირანისა და თურქეთის პრეზიდენტები პირად საუბარს გამართავენ, რასაც მოჰყვება ირანისა და თურქეთის თანამშრომლობის უმაღლესი საბჭოს მერვე სხდომა ორი ლიდერის თავმჯდომარეობით.

ამის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ․


© 2009 ARMENPRESS.am