სომხეთში NETFLIX-ისთვის ფილმებსა და სერიალებს გადაიღებენ

09:32, 19 დეკემბერი, 2023

ერევანი, 19 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთში NETFLIX-ისთვის ფილმებსა და სერიალებს გადაიღებენ. როგორც „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის ფრაქციის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატი სისაკ გაბრიელიანი „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დღეს სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი ცნობილი გერმანელი მსახიობი, კინოპროდიუსერი ტილ შვაიგერის წარმომადგენელთან. გადაღებების დაწყება წლის დასაწყისში იგეგმება. ეს იქნება ახალი კანონის პირველი ფაქტიური გამოყენება“,- დაწერა გაბრიელიანმა.


© 2009 ARMENPRESS.am