სომხეთმა კატეგორიულად გმობს ბაქოს ქმედებებს ახალი ესკალაციის პროვოცირებისა და სამშვიდობო პროცესის ჩიხში მიყვანაში

19:00, 4 დეკემბერი, 2023

ერევანი, 4 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს აზერბაიჯანული მხარის ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი ესკალაციის პროვოცირებას, სამშვიდობო პროცესის გაჭიანურებასა და ჩიხში მიყვანას.

„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია:

„4 დეკემბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვარზე, სომხეთის რესპუბლიკის ვაიოც ძორის რეგიონის მიმართულებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ გერასიმ  არაკელიანმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სნაიპერული სროლის შედეგად სასიკვდილო ჭრილობა მიიღო“.  

„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ აზერბაიჯანული მხარის ამ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი ესკალაციის გაღვივებას, სამშვიდობო პროცესის გაჭიანურებასა და ჩიხში მიყვანას“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


© 2009 ARMENPRESS.am