ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ღაზას სექტორში ზავის მიღწევის გზები განიხილეს

15:00, 1 ნოემბერი, 2023

ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა და ჰაკან ფიდანმა ღაზას სექტორში ზავის მიღწევის გზები განიხილეს. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ირანული სააგენტო Tasnim იტყობინება.

ანკარაში გამართულ მოლაპარაკებებზე მინისტრებმა მთელი რიგი ორმხრივი საკითხები განიხილეს, ასევ გაცვალეს აზრები პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებზე და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიღწევის გზებზე.

ეს აბდოლაჰიანსა და ფიდანს შორის მეორე შეხვედრაა 7 ოქტომბერს ახლო აღმოსავლეთში მორიგი ესკალაციის დაწყების შემდეგ. მანამდე მინისტრები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სესიის ფარგლებში შეხვდნენ.

მანამდე Tasnim-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბდულაჰიანი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდება.


© 2009 ARMENPRESS.am