ერევნის დრო: 11:07,   30 მაისი 2024

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი სომხეთს ეწვევა

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი სომხეთს ეწვევა

ერევანი, 22 თებერვალი, არმენპრესი. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ სომხეთს ეწვევა.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ, სებასტიენ ლეკორნუმ რადიო RTL-თან ინტერვიუში განაცხადა.

”მე მალე სომხეთში გავემგზავრები დიდი დელეგაციის შემადგენლობით, რომელიც შედგება პარლამენტარებისგან და ინდუსტრიული სექტორის წარმომადგენლებისგან”, - განაცხადა ლეკორნუმ..

მან აღნიშნა, რომ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი სომხეთს პირველად ეწვევა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი მეგობარ სომხეთს სამხედრო აღჭურვილობას ექსკლუზიურად თავდაცვის მიზნით აწვდის. „სომხეთი ჩვენთვის მეგობარი ქვეყანაა, რომელიც უსაფრთხოების სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. ჩვენი ვალდებულებაა დავეხმაროთ სომხეთს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - განაცხადა სებასტიან  ლეკორნიუმ.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am