ერევნის დრო: 11:07,   18 აპრილი 2024

ირანის ელჩი - ირანი მიესალმება სომხეთის მიერ მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით გადადგმულ ახალ ნაბიჯებს

ირანის ელჩი - ირანი მიესალმება სომხეთის მიერ მშვიდობისა და უსაფრთხოების 
მიზნით გადადგმულ ახალ ნაბიჯებს

ერევანი, 5 დეკემბერი, არმენპრესი. ჩვენ მივესალმებით სომხეთის მთავრობის მიერ გადადგმულ ახალ ნაბიჯებს მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთში ირანის ელჩმა მეჰდი სობჰანიმ საექსპერტო კონფერენციაზე „ახალი რეგიონალური რეალობები და მშვიდობის გზაჯვარედინი“ განაცხადა, რომელშიც მონაწილეობდნენ სომხური, ირანული, ინდოელი, ქართული და თურქული ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ გრძელვადიან და სტაბილურ მშვიდობას რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ღონისძიებები შეძლებს ახალი გვერდის გახსნას ჩვენს სპეციალისტებს შორის თანამშრომლობის სფეროში. გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს ირანს“, - განაცხადა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ირანელებსა და სომხებს შორის ხანგრძლივი ისტორიული კავშირები, მეგობრული ურთიერთობები ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არის ღირებული ფაქტორი, რომელიც ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

ელჩმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და ირანს ყველაზე მოკლე საერთო საზღვარი აქვთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო საზღვარია. ის ყოველთვის იყო მეგობრობისა და მშვიდობის საზღვარი.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გამრავლდ და უკვე 1 მილიარდ დოლარს აღწევს.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სირიის პრეზიდენტს მილოცვა გაუგზავნა 11:05, 17.04.2024
193 ნახვები
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სირიის პრეზიდენტს მილოცვა გაუგზავნა

სომხეთმა და საქართველომ მიაღწიეს შეთანხმებას დელიმიტაციის სამუშაოების 
განახლებაზე: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 11:16, 11.04.2024
143 ნახვები
სომხეთმა და საქართველომ მიაღწიეს შეთანხმებას დელიმიტაციის სამუშაოების განახლებაზე: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სამხრეთ კავკასია შეიძლება გახდეს ახალი სატრანზიტო არხი აღმოსავლეთ-
დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის։ ჰარუთუნიანი 12:32, 11.04.2024
109 ნახვები
სამხრეთ კავკასია შეიძლება გახდეს ახალი სატრანზიტო არხი აღმოსავლეთ- დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის։ ჰარუთუნიანი

სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა სომხურ-
ქართულ თანამშრომლობას იურიდიულ სფეროში 17:20, 11.04.2024
102 ნახვები
სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა სომხურ- ქართულ თანამშრომლობას იურიდიულ სფეროში

ერევანში ორდღიანი სომხურ-ქართული იურიდიული ფორუმი იმართება 16:46, 11.04.2024
100 ნახვები
ერევანში ორდღიანი სომხურ-ქართული იურიდიული ფორუმი იმართება

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: [email protected]