ერევნის დრო: 11:07,   19 აპრილი 2024

ტოივო კლაარმა შეშფოთება გამოთქვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლისა და სომხური მხარის მსხვერპლის გამო

ტოივო კლაარმა შეშფოთება გამოთქვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლისა და 
სომხური მხარის მსხვერპლის გამო

ერევანი, 5 დეკემბერი, არმენპრესი. სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა შეშფოთება გამოთქვა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სროლის გამო, რის შედეგადაც სომხურ მხარეს 1 მსხვერპლი ჰყავს.

 „არმენპრესის“ ინფორმაციითამის შესახებ ტოივო კლარმა X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლისა და დაღუპვის საგანგაშო ცნობა იყო. ევროკავშირი მუდმივ კონტაქტშია ბაქოსთან და ერევანთან. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იყოს სიმშვიდე და გადამწყვეტი პროგრესი იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - წერს კლაარი.

4 დეკემბერს, დაახლოებით 14:35 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციას ბარძუნის რაიონში (ვაიოც ძორის პროვინცია), რის შედეგადაც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს N სამხედრო ნაწილის ჯარისკაცმა გერასიმ არაკელიანმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: [email protected]