სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები აშშ-ში საინფორმაციო უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას

19:39, 30 ნოემბერი, 2023

ერევანი, 30 ნოემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის საფინანსო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე გევორგ პაპოიანი და ტერიტორიული მართვის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე ვაჰე ღალუმიანისამუშაო ვიზიტით ეწვევიან შეერთებულ შტატებს ინფორმაციისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

„არმენპესის“ ცნობით, ფორუმი ვაშინგტონში 6-დან 9 დეკემბრამდე გაიმართება.


© 2009 ARMENPRESS.am